უკვე რამოდენიმე წელია რაც კომპანია ლისი დეველოპმენტი მონაწილეობს საერთაშორისო დაჯილდოვებაზე International Property Awards. კომპანიამ 2016 წლის ცერემონიაზე მიიღო ჯილდო ორ ნომინაციაში: Highly commended - Mixed use Development Georgia, და Highly commended - Residential Development Georgia Lisi Tower. International Property Awards უკვე 20 წელია რაც არსებობს და დღეისათვის ერთ-ერთი წამყვანი კონკურსია უძრავი ქონების ინდუსტრიაში. კონკურსზე წარდგენილ პროექტებს აფასებენ მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები უძრავი ქონების ყველა სფეროდან. წელს პროექტების შერჩევის პროცესში ჩართული იყო 70-ზე მეტი ექსპერტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. სწორედ მაღალკვალიფიციური ექსპერტების შეფასების შედეგად "ლისი დეველოპმენტი" აღიარებული იქნა საუკეთესო საცხოვრებელ კომპლექსად საქართველოში.
მწვანე ქალაქი ლისზე მომღერალ რეზო გელაშვილის სახელობის პარკში, ყოველწლიური „რეზო გელაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალი“...
უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანია „ლისი დეველოპმენტი“ (სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტმა“) 12,000,000 აშშ დოლარის ოდენობის...